მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI Alliance საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ სპეციალურ სტატიას აქვეყნებს

5ffc05ce92ecf
BM.GE
11.01.21 12:00
1025
„საქართველო - საინვესტიციო ლოკაცია რომელსაც თქვენ ეძებდით - ამ სათაურით გამოაქვეყნა სპეციალური სტატია ბრიტანულმა ჟურნალმა FDI Alliance -მა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

"საქართველო, როგორც საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა კიდევ ერთ პრესტიჟულ და წამყვან გამოცემაში იქნება წარმოდგენილი," - განაცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

სტატიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე, რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს.

FDI Alliance ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოიცემა და ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურად, ასევე, ელექტრონული სახით. ყოველ გამოცემას 200 ათასზე მეტი მკითხველი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა მსხვილი ინტერნაციონალური კომპანიების წარმომადგენლები, მაღალი დონის მენეჯერები და ლოკაციის კონსულტანტები არიან.

სტატიის ბმული.