მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მხოლოდ 39 ღვინის კომპანია იყო, დღეს 300-ზე მეტია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

611775efd7777
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.21 12:40
1075
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას მეღვინეობის სფეროში პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსვლის შემდეგ არსებულ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეღვინე კომპანიების მატებასთან ერთად კახეთის რეგიონებში ამ მიმართულებით შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

„მეღვინეობაში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ჩვენ როდესაც მოვედით მმართველობაში მხოლოდ 39 ღვინის კომპანია იყო, დღეს 300-ზე მეტია, რომლებიც დამატებით ღირებულებას, დოვლათს ქმნიან, ოჯახები ძლიერდება და კიდევ უფრო მეტი ღვინო და ყურძნის ნაწარმი გადის ექსპორტზე.
კახეთში მხოლოდ მეღვინეობის მიმართულებით დაახლოებით 300-350 მილიონის შემოსავალი შემოდის. 2012 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 50 მლნ იყო, გაუმჯობესების ამხელა კონტრასტია ბოლო 8 წელიწადში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.