მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI-ს აღდგენისათვის, მოლოდინების შესაბამისად, მეტი დროა საჭირო - "თიბისი კაპიტალი"

614082e5a7612
ინგა მურუსიძე
15.09.21 10:15
735
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენისათვის, მოლოდინების შესაბამისად, მეტი დროა საჭირო, - ამის შესახებ წერია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

„2021 წლის მე-2 კვარტალის აშშ დოლარში გამოხატული შემოდინებები წინა წლის, დაახლოებით, იმავე დონეზე დაფიქსირდა. ამასთან, რეინვესტირებული შემოსავლები გაიზარდა, ხოლო სააქციო კაპიტალი და მასთან დაკავშირებული სავალო დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა.

2020 წლის მე-4 კვარტალის მსგავსად, მფლობელობის არარეზიდენტებიდან რეზიდენტებში გადმოსვლა განსახილველ პერიოდშიც სახეზეა, თუმცა ამჯერად ტრანზაქციის მოცულობა ბევრად ნაკლები, არამატერიალური იყო“, - ნათქვამია კვლევაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში სააქციო და სავალო დაფინანსების ჩვენი წინა, დაახლოებით, მხოლოდ 200 მილიონი აშშ დოლარის პროგნოზი კვლავ ძალაშია, უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ ფაქტობრივი შემოდინებები მეტიც იყოს, რადგანაც წლის პირველ ნახევარში 116 მილიონი აშშ დოლარი უკვე დაფიქსირდა და ასევე, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გათვალისწინებით, შესაძლოა, საინვესტიციო მოთხოვნა წარსულ კრიზისებთან შედარებით უფრო ხანმოკლე პერიოდში გაიზარდოს.

„უნდა აღინიშნოს, რომ პროგნოზი არ მოიცავს სააქციო და სავალო დაფინანსების გადინების მაჩვენებლებს, თუმცა როგორც წესი, ამ მხრივ მატერიალური ოდენობა არ ფიქსირდება.

რეინვესტირებული შემოსავლების კუთხით, ასევე შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 455 მილიონი აშშ დოლარი შედარებით ადვილად მიღწევადი უნდა იყოს.

საამისო არგუმენტებია, ერთი მხრივ, წლის პირველ ნახევარში 263 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რეინვესტიცია და მეორე მხრივ, კორპორატიული სექტორის გაუმჯობესებული მომგებიანობა და ზრდის მოლოდინები. ამდენად, სავარაუდოა რეინვესტირებული შემოსავლების მატება, თუმცა დივიდენდების განაწილების უფრო მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის კვლევაში.