09.ივნისი .2021 17:20

FDI-ს სტატისტიკა ასახავს პანდემიას და არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას - თურნავა

FDI-ს სტატისტიკა ასახავს პანდემიას და არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას - თურნავა
views 223
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული FDI-ს სტატისტიკა ასახავს პანდემიას და არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში პირველ კვარტალში იყო.

ცნობისთვის: 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში FDI-ის სახით მხოლოდ $125.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 28.3%-ით ნაკლებია.

„ხედავთ, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავძლიეთ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ნეგატიური შედეგები და კრიზისი. პირველ რიგში, ეს აისახა ეკონომიკის უპრეცედენტო 45%-იან ზრდაში, ასევე ექსპორტში და შემდეგი ნაბიჯი იქნება ინვესტიციები.

ეს სტატისტიკა ასახავს პანდემიას, ასახავს პირველ კვარტალს, როცა ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორი იყო შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და შიდა პოლიტიკური სირთულეები, რომელიც ჩვენი გუნდის სწორი და გონივრული პოზიციის შედეგად და ჩვენი ევროპელი, ამერიკელი მეგობრების დახმარებით იქნა დაძლეული და ახლა არსებული პოლიტიკური სტაბილურობა მოასწავებს ინვესტიციების ზრდას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა