08.სექტემბერი .2021 15:54

„FDI-ს სტატისტიკაში პრობლემა არა მხოლოდ რიცხვები, არამედ ახალი კომპანიების ნაკლებობაცაა“

„FDI-ს სტატისტიკაში პრობლემა არა მხოლოდ რიცხვები, არამედ ახალი კომპანიების ნაკლებობაცაა“
views 844
უკან

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაში პრობლემა არა მხოლოდ რიცხვები, არამედ ახალი კომპანიების ნაკლებობაცაა", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი “საქმის კურსთან” აცხადებს. ასე ეხმაურება ის საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში FDI 2.6%-ით შემცირდა, პირველ 6 თვეში კი შემცირება 11%-ია.

ქეთი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უცხოური ინვესტიციების შემცირება მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება, რადგან ეს ტენდენცია წინა წლებში დაიწყო.

“მნიშვნელოვანია, შევხედოთ ბოლო წლების ტენდენციას - არის საკმაოდ დიდი კლება ინვესტიციებში, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებში - 2018, 2019 წლებში - არ მოხდა ინვესტორებთან სათანადო მუშაობა, რაც აისახა შემდგომ სტატისტიკაში. კლება გამოჩნდა პანდემიის დაწყების პირველ კვარტალშიც, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაბრალოთ პანდემიას, რადგან ინვესტიციები მანამდე, იანვარში თუ თებერვალში უნდა განხორციელებულიყო.

ასევე პრობლემა არის ის, რომ არ ჩანან ახალი სახეები, ახალი ინვესტორები და ქვეყნები; ეს ნიშანია იმის, რომ არ გაგვაჩნდა სტრატეგია, მოგვეზიდა ახალი ინვესტიციები და მათთან დაგვემყარებინა კავშირები”, - აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი და მიიჩნევს, რომ პანდემიის დროს იმ კომპანიების მოზიდვაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რომლებმაც კოვიდ-19-ის პერიოდში ახალი ბაზრებისა და ქვეყნების ძიება დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა