21.მაისი .2021 19:03

FDI-სთვის მნიშნელოვანია სტაბილური გარემო, ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის ქონა - WB

FDI-სთვის მნიშნელოვანია სტაბილური გარემო, ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის ქონა - WB
views 643
უკან

კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სებასტიან მოლინეუსმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ღია ბიზნესკლიმატისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების წყარობით უცხოურო ინვესტიციებისთვის პანდემიამდელ პერიოდში მიმზიდველობას ინარჩუნებდა, თუმცა თუკი ქვეყანას სურს, რომ უფრო მეტი მოცულობის FDI მოიზიდოს, ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება, ასევე ინფრასტრუქტურისა და ლოჯგისტიკის სფეროების გამართვა და პოლიტიკური თვალსაზრისით სტაბილურობის შენარჩუნება.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფოკუსირებული იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ბოლო 10 წელს რომ გადავხედოთ, COVID-19-ის კრიზისამდე, საქართველოს ჰქონდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 7%-ზე მეტი FDI. FDI, რომელიც საქართველოში შემოდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ექსპორტის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ გაკეთებული გვაქვს მიმოხილვა იმასთან დაკავშირებით რა უნდა გაკეთდეს, რათა FDI შემოვიდეს, ეს არის ბიზნესგარემო, დაბალი გადასახადები და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები. ეს არის ის სამი სფერო, რომელზეც უნდა იმუშაოს საქართველომ და რაც ინვესტორებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი -  პოლიტიკური სტაბილურობა, მუშახელის კვალიფიკაცია და ფიზიკური ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა; ამ კუთხით საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს,” - ამბობს სებასტიან მოლინეუსი.

შეგახსენებთ, 2020 წლის განმავლობაში საქართველოში FDI 53%-ით შემცირდა და მხოლოდ $617 მილიონი დოლარი შეადგინა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა