მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოჩენა, თითქოს პარლამენტი არ მუშაობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა - პაპუაშვილი

62d51f2a03c69
BM.GE
18.07.22 12:53
528

„როგორ წარმოგიდგენიათ, ინკლუზიურობა, როდესაც, ერთის მხრივ, მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომლებიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ნაცვლად იმისა, რომ იყოთ მონაწილენი იმ ინკლუზიური პროცესისა, რომელიც პარლამენტმა დაიწყო უკვე და მიმდინარეობს, როგორც კომიტეტების მუშაობის ფორმატში, ისე სამუშაო ჯგუფებში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.

ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართვის და მიმართვაში შემოთავაზებული რიგგარეშე სესიის დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს საერთოდ არ შედის 12 პუნქტის საკითხებში ანუ საერთოდ არ ეხება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი საკითხს. მეორე საკითხი, რომელიც შეეხება საერთო სასამართლოებს, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, ვინაიდან, ის გულისხმობს, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადავადებას, არადა, პირიქით, 12 პუნქტიან რეკომენდაციებში ევროკომისია გვთხოვს, რომ ავირჩიოთ არა მოსამართლე წევრები. ანუ, ეწინააღმდეგება იმ 12 პუნქტს. მესამე საკითხი საერთო სასამართლოების- ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ითვალისწინებს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმის შემოღებას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მეოთხე საკითხი, რომელიც შეეხება ანტიკორუფციულ საკითხებს. ეს პაკეტია დიდი, ეს იმდენად მოცულობითი საკითხია, მათ შორის, ჯერ კომიტეტშიც კი არ არის განხილული და ამაზე, კიდევ ერთხელ, ეს არის, მართალია, საკითხი 12 პუნქტის ნაწილისა, მაგრამ სწორედ ეს არის საკითხი, სადაც საჭიროა თანამშრომლობა და საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება მთავარ რამეს ამ 12 რეკომენდაციისა, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და მიმართული თანხმობაზე“, -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.