15.ივნისი .2022 18:40

FedEx, Boeing, Alibaba, Moderna - ბირჟებზე საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიები გასულ 24 საათში

FedEx, Boeing, Alibaba, Moderna - ბირჟებზე საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიები გასულ 24 საათში
views 2572
უკან

ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილების მოლოდინში, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე გაურკვევლობის მაღალი დონე ნარჩუნდება - ბაზრის ძირითადი ტენდენცია ისევ დაღმასვლისკენაა მიმართული, თუმცა შედარებით მსუბუქი ფორმებით: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება (S&P 500), დაახლოებით, 0.4%-ით შემცირდა; 0.5%-ით დაეცა Dow Jones-ის ინდექსის ღირებულება, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება უმნიშვნელოდ, 0.18%-ითაა გაზრდილი.

გასულ 24 საათში საუკეთესო შედეგი გლობალურ ლოგისტიკურ კომპანია FedEx-ს ჰქონდა, მისი აქციების ღირებულება 14.4%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის მენეჯმენტში დაანონსებული ცვლილებებითა და დივიდენდის განაკვეთის ზრდითაა განპირობებული.

ზრდის განსაკუთრებით ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიმართებით - Pinduoduo-ს აქციები თითქმის 12%-ით გაიზარდა; 6.8%-ით მოიმატა Baidu-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ; JD.Com-ის აქციების ფასი 6.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო უმსხვილესი ჩინური კომპანიის Alibaba-ს საბაზრო ღირებულება 4.4%-ითაა გაზრდილი.

ტექნოლოგიური კომპანიებიდან გამორჩეული შედეგი ჰქონდა Oracle-ს, რომლის აქციების ღირებულება 24 საათში 10.4%-ით გაიზარდა, რაც დამაკმაყოფილებელი ფინანსური ანგარიშის გასაჯაროებასთანაა დაკავშირებული.

5.4%-ით გაიზარდა Boeing-ის აქციების ღირებულება, რაც კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ზრდითაა განპირობებული. გასულ თვეს კომპანიამ 35 თვითმფრინავის წარმოება შეძლო, მათ შორის, 737 MAX-ის, 777-ისა და 747-ების, საერთო ჯამში, წელს Boeing-მა 165 თვითმფრინავის მშენებლობის წარმატებით დასრულება შეძლო, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს.

გასული 24 საათი წარმატებით დასრულდა შემდეგი მსხვილი ამერიკული კომპანიებისთვისაც: CF Industries (+7.9%); CH Robinson (+6.1%); Las Vegas (+5.5%); Monolithic Power (+4.5%); Monster Beverage (+4.3%); Moderna (+3.8%).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა ინვესტორთათვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მოსალოდნელია, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაზარდოს, თუმცა ინვესტორთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გამკაცრების მაჩვენებელმა 100 საბაზო პუნქტს ანუ 1%-ს მიაღწიოს.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა