მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fedex-ი და UPS-ი რუსეთში საქმიანობას აჩერებენ

621bdcd720b93
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.22 00:20
1085
FedEx Corp.-მ და UPS-მა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთის ფედერაციაში ამანათების და ტვირთების მიწოდება შეაჩერეს.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების და არასაფრენი ზონის გამოცხადების შემდეგ ამერიკულმა გადამზიდავებმა უკრაინაში საქმიანობა შეაჩერეს, ხოლო დღეს განაცხადეს, რომ რუსეთშიც წყვეტენ ოპერირებას.

UPS-ი განმარტავს, რომ ყველა ტვირთი, რომელიც უკვე გაგზავნილი იყო, გამგზავნს უკან დაუბრუნდება.