მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FedEx-ი ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად $2 მილიარდის დახარჯვას გეგმავს

6040da96c4942
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.21 19:47
615
FedEx-ი ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად 2 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს. ამასთან FedEx-ი აცხადებს, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფას მინიმუმამდე შეამცირებს 2024 წლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, FedEx-ი 200,000-მდე სატვირთო ავტომობილის ელექტრონული ავტომობილებით ჩანაცვლებას განიხილავს, ხოლო 680-მდე სატვირთო თვითმფრინავს ალტერნატიულ საწვავზე გადაიყვნას, რაც ჰაერის ემისიას მინიმუმადე შეამცირებს.

„ჩვენ დიდი პასუხისმებლობით ვეკიდებით კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ ცვლილებებს. ვცდილობთ აღნიშნულ გამოწვევებს მნიშვნელოვანი ნაბიჯები დავუპირისპოროთ, ამიტომ ვგეგმავთ FedEx-ის და მთლიანად ჩვენი ინდუსტრიის ტრანსფორმაციას“,- განაცხადა FedEx-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრედ სმიტმა.

FedEx-მა ინიციატივის ფარგლებში, 100 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გამოუყო იელის უნივერსიტეტს, რომელიც ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Amazon-მაც განაცხადა, რომ 2040 წლისთვის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა ნახშირორჟანგის გამოყოფას მინიმუმადე შეამცირებდა.