მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FedEx-ის წარმომადგენელი კომპანია საქართველოში სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს

617bbae25fede
ლიკა გურაბანიძე
29.10.21 22:33
1033

FedEx-ის წარმომადგენელი კომპანია საქართველოში სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარებას 2022 წელს გეგმავს. Fedex-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა “საქმიან დილასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ბაზარზე დღეს ლოგისტიკური მომსახურების დიდი მოთხოვნაა, რამაც კომპანიას საქართველოში სასაწყობე სისტემის განვითარებისკენ უბიძგა.

“სასაწყობე სისტემის განვითარებას რეგიონულ დონეზე განვიხილავთ. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე რეგიონში ლიდერის პოზიციაზეა. შესაძლებელია, საქართველოდან აზერბაიჯანს და სომხეთს ტვირთები ღამის განმავლობაში მიეწოდოს. საქართველო, როგორც რეგიონული ჰაბი, ერთ-ერთ დასაყრდენად განიხილება. ბაზარზე მოთხოვნა ამ სფეროს განვითარების საშუალებას მოგვცემს.” - აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.