მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FEEDC სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

614b1d7b387a5
თელარა გელანტია
22.09.21 15:53
8070
FEEDC-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„პლატფორმა Feedc-ის მენეჯმენტი და ტექნიკური ჯგუფი მადლობას გიხდით Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი თანადგომისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამ დღეების განმავლობაში Feedc-ზე რეგისტრაციის მსურველების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

კომპანიის ყველა თანამშრომელს სჯერა ნიკოს ხედვის და ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება Feedc-ის ტექნოლოგიურ განახლებაზე მუშაობა.

ჩვენ მიზანია, რომ ნიკოს იდეა, ჩანაფიქრი და მომავლის ყველა გეგმა, რომელიც Feedc-ს უკავშირდება, სისრულეში მოვიყვანოთ.

ნიკოს პროექტის მიხედვით Feedc გახდება ყველაზე მასშტაბური კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს ბარიერების გარეშე შეეძლება საკუთარი აზრის სხვისთვის გაზიარება, ექნება საშუალება წაიკითხოს მისთვის საინტერესო ბლოგები, ნაშრომები და სტატიები.

ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ნიკო კვარაცხელია მუშაობდა ახალ, მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტზე , რომელსაც ნიკოს არყოფნით გამოწვეული სირთულის მიუხედავად, ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ.

ნიკოზე Feedc-ში წარსულში არ ვისაუბრებთ, რადგან ნიკო იყო და არის მომავალის ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ: 15 სექტემბერს ვერაზე მომხდარი გასროლის შედეგად დაჭრილი ნიკოლოზ კვარაცხელია გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, დანაშაული გახსნილია.