მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერადი ხინკალი ბავშვებისთვის – "აგროჰაბის" ახალი პროდუქტი

60c4853857d98
მარიამ იზორია
12.06.21 23:30
4727
ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტმა „აგროჰაბმა“ საბავშვო ხინკლის „ხინკილას“ წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენელი bm.ge-სთან აღნიშნავს „ხინკილა“ ნატურალური პროდუქტია, რომელიც ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

„ხინკილა“ ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ სამივე ფილიალშია ხელმისაწვდომი და მისი ღირებულება 0.75 თეთრია.

„ხინკილა ნატურალური პროდუქტია იქიდან გამომდინარე, რომ შიგთავსი ხბოს ხორცისგან მზადდება, რაც შეეხება ცომის განსაკუთრებულ შეფერილობას, ის ჭარხლისა და ისპანახის ნატურალური წვენებისგან მიიღება და სხვადასხვა კონსერვანტსა და საღებავს არ შეიცავს; „ხინკილა“ ბავშვებისთვის განსაკუთრებით მისაღებია, რადგან ვიზუალურ მხარესთან ერთად ხბოს ხორცი უფრო მეტად ჯანსაღია, ამასთანავე კომფორტულია, რადგან ხორცის შემადგენლობაში წიწაკა არ შედის“, - განმარტავენ კომპანიაში.