მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერების ნაწილს სახელმწიფო სესხის გარანტორად ჩაუდგება - რას ნიშნავს ეს?

5facfab06d175
ინგა მურუსიძე
12.11.20 13:00
832
საქართველოს მთავრობამ პანდემიის შედეგად დაზარალებული კერძო სექტორის დასახმარებლად მორიგი ცვლილება შეიტანა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ცვლილება შეეხებათ - ფერმერებს, რომლებიც ეწევიან მრავალწლოვანი კულტურების მოყვანას, მათ შეეძლებათ ჩაერთონ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ფერმერების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

საკრედიტო - საგარანტიო სქემაში საქართველოში მოქმედი 12 ბანკია ჩართული და სქემა „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ მოქმედებს. "სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას“, - ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციაში.