მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერებისთვის შექმნილი პირველი ქართული აპლიკაცია უკრაინასა და აზერბაიჯანში აპირებს შესვლას

619f442dc77f9
მარიამ იზორია
28.11.21 23:30
885
“კალო” ქართველი ფერმერებისთვის შექმნილი პირველი მობილური აპლიკაციაა, რომელიც მათ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა საჭირო ინფორმაციას უზიარებს. აპლიკაცია, რომელიც 20 ადამიანს ასაქმებს, 2014 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის 100 000-ზე მეტ ფერმერს ემსახურება. გარდა ონლაინკონსულტაციებისა, “კალოს” ონლაინმაღაზიაც აქვს და ფერმერებს კომპანიაში საკუთარი პროდუქტის ჩაბარება და გაყიდვა შეუძლიათ.

როგორც კომპანიის მთავარი აგრონომი არჩილ კაპანაძე bm.ge-სთან ამბობს, ქართველი ფერმერების მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალია, რასაც მოწმობს ისიც, რომ აპლიკაციას დღიურად 50 000 ადამიანზე მეტი მომხმარებელი ყავს.

“ჩვენ ქართველ ფერმერებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სრულ ცოდნას ვუზიარებთ, მაგალითად, ვასწავლით პროდუქტის მოვლას, მოყვანას, სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას, ვაწვდით მცენარეების მოვლის საშუალებებზე, სასუქებზე ინფორმაციას. ვფიქრობ, ინტერესი საკმაოდ მაღალია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აპლიკაცია ჯამში 100 000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, ყოველდღიურად კი 50 000-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს” - აღნიშნავს კომპანიის მთავარი აგრონომი.

“კალოს” წარმომადგენლი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს, მისი თქმით, აპლიკაცია უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლას აპირებს.

“ამ ქვეყნებში მსგავსი აპლიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს, სწორედ ამიტომ გვინდა მათზე მორგებული ხელოვნური ინტელექტი შევქმნათ” -ამბობს ის.