მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფერმერებისთვის თბილისში პროდუქციის ჩამოტანა ნებადართულია", - თენგიზ კალანდაძე

5ea684c47b8ac
ნინი ლონგურაშვილი
27.04.20 11:06
1198
"M2 და M3 სადისტრიბუციო მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ფერმერებს შეუძლიათ, გადაადგილდნენ, მათთვის გზა გახსნილია", - ამის შესახებ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, დღეს და ხვალ მსუბუქი ავტომობილით მოძრაობა დაშვებულია, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, ეს ერთი. რაც შეეხება ფერმერებს, M2 და M3 სადისტრიბუციო მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ფერმერებს შეუძლიათ, გადაადგილდნენ და ასევე ფერმერებისთვის გაადვილებულია პროცედურა, მათ შეუძლიათ მიბრძანდნენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და აიღონ სპეციალური ცნობები, რომლის საფუძველზეც, მათ ეძლევათ საშუალება, გადაადგილდნენ და ივაჭრონ", - აცხადებს თენგიზ კალანდაძე.