5 თვეში საქართველოს ჯამურმა ექსპორტმა 2.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 37.4%-იან ზრდას ნიშნავს. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მაისში ფეროშენადნობების ექსპორტი წლიურად 98%-ით 285 721 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მისმა წილმა მთლიან ექსპორტში 13% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, ფეროშენადნობების ყველაზე მსხვილი ბაზარები აშშ, რუსეთი და თურქეთი იყო. კერძოდ, მოცემულ პერიოდში აშშ-ში - 130.4 მლნ დოლარის, რუსეთში - 79.3 მლნ დოლარის, ხოლო თურქეთში 34.5 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
"წელს მოხდა ის, რასაც ამდენ ხანს ვცდილობდით - აშშ-სა და ევროპაში ფეროშენადნობების საერთო ექსპორტმა რუსეთში ექსპორტს გადააჭარბა. რაც შეეხება რუსეთს, ამ ეტაპზე მოთხოვნა, ჯერჯერობით, არის, თუმცა ალბათ შემოდგომაზე რუსეთის ბაზარს დაეტყობა, როცა სანქციები ეკონომიკის ყველა სფეროს შეეხება. ეს რასაკვირველია, ფეროშენადნობების ბაზარსაც დაეტყობა”, - აცხადებს "საქმის კურსთან" ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას ფეროშენადნობთა ასოციაციის პრეზიდენტი ნუგზარ კევლიშვილი.
ამასთან, მისივე თქმით, დსთ-ს ქვეყნებს ფეროშენადნობების მთლიან ექსპორტში 35-40%-იანი წილი აქვს და ამ ბაზრის ჩანაცვლება რთული იქნება. “ინტერესი მოლაპარაკებამდე არ მიდის, მაგრამ აზიაც დაინტერესებულია ფეროშენადნობებით და შესაძლოა, გარკვეულ დონეზე აზიური ბაზრის ათვისებაც მოხდეს”, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ფეროშენადნობებზე არსებულ ფასს, ნუგზარ კევლიშვილის ინფორმაციით, ახლა ახლა ერთი ტონა 1 600 - 1 700 დოლარი ღირს, რაც ნორმალურია. ფასის დროებით რეკორდულ ზრდას კი, ის გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს.
როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, თებერვალში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ბაზარზე პანიკური შესყიდვები დაიწყო, რის გამოც ტონაზე ფასმა 2 ათას დოლარს გადააჭარბა.
"ახლა ევროპაში მეტალის წარმოება შემცირდა. ამას თავისთავად მოჰყვა ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირება, შედეგად ფასიც შემცირდა. რაც შეეხება აშშ-ს, იქ მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. ფასიც სტაბილურია და საკმაოდ მიმზიდველი, თუმცა ყველას არ აქვს შესაძლებლობა ამ ბაზარზე გავიდეს", - განმარტა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი