მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferrari; Lamborghini; Rolls Royce - რამდენი პრემიუმ ავტომობილი იყიდეს საქართველოში

626a9d3ff187c
BM.GE
28.04.22 23:20
2517
2021 წლის განმავლობაში საქართველოში 84,939 ავტომობილი შემოვიდა, რომელთა შორისაც ყველაზე პოპულარული Toyota Camry იყო. ავტოიმპორტის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში პრემიუმ ბრენდების რამდენიმე ათეული ავტომობილიც შემოდის.

ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში:

Bentley -  6 ავტომობილი, მათ შორის 4 Bentley Continental, ერთი MULSANNE და ერთი BENTAYGA; ეს ავტომობილები 2011-2021 წლებშია წარმოებული.

Rolls Royce -  6 ავტომობილი, მათ შორის ერთი Phantom-ი, ორი Ghost-ი, ერთი Cullinan-ი და ორი Silver Shadow. ამ ავტომობილებს შორის ორი 1978-1979 წლებშია წარმოებული, დანარჩენი ოთხი კი 2012-2018 წლებში.

Ferrari -  9 ავტომობილი, მათ შორის ორი Roma, ორი SF90 STRADALE და თითო Ferrari F8 TRIBUTO; Ferrari F430; Ferrari 812 SUPERFAST; Ferrari 612 SCAGLIETTI და Ferrari 488 GTB. ამ ავტომობილებს შორის ორი 2005 წელს, დანარჩენი კი 2016-2021 წლებში არის წარმოებული.

Lamborghini - 7 ავტომობილი, მათ შორის 3 Urus, სამი Huracan და ერთი Galardo. ავტომობილებს შორის ერთი 2005 წელსაა წარმოებული, დანარჩენები კი 2016-2021 წლებში.

Mclaren - ერთი ავტომობილი, 2018 წლის გამოშვების 570S Spider.

Porsche Taycan - 12 ავტომობილი, 2020-2021 წლის მოდელები.

Mercedes S Class Maybach - 10 ავტომობილი. ყველა ავტომობილი 2021 წელსაა წარმოებული.

გასულ წელს საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებს შორის უდიდესი ნაწილი ბენზინზე მომუშავე იყო, ელექტრომობილების იმპორტი კი 331 ავტომობილისგან შედგებოდა, მათგან 50 Tesla იყო.