მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferrari-ს მოგება და კაპიტალიზაცია მკვეთრად იზრდება

645b7cd42b7f1
გიორგი თოლორდავა
10.05.23 17:27
1166
იტალიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Ferrari ფინანსურ შედეგებს ასაჯაროებს. კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 593 მილიონი დოლარის მოგება მიიღო, რაც თითქმის $100 მილიონით აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.

პირველი კვარტლის საერთო შემოსავალმა 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც აგრეთვე აჭარბებს პროგნოზს. დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა დადებითაც მიიღეს, Ferrari-ს საბაზრო კაპიტალიზაცია მიმდინარე კვირას 54 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამჟამად იტალიური ბრენდი ავტომწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.

Ferrari-ს შემოსავლების ზრდა პირდაპირ კავშირშია კომპანიის მიერ ახალი მოდელების გამოშვებასთან, მათ შორის განსაკუთრებით მოთხოვნადი კი ახალი სუპერ-SUV-ია, სახელწოდებით Purosangue, რომელიც ოთხი კარითა და ატმოსფერული V12-ით არის აღჭურვილი.

Ferrari-ს გენერალური დირექტორის, ბენედიტო ვინიას განცხადებით, კომპანია მომავალში უფრო მეტი ჰიბრიდული და ელექტრონული ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, თუმცა თვითმართვადი ავტოპილოტით აღჭურვილ ავტომობილს მარანელოს ქარხანა არასოდეს გამოუშვებს, რადგან Ferrari-ს მართვით მიღებულ სიამოვნებას არცერთი ჭკუათმყოფელი კლიენტი თავისი ნებით არასოდეს დათმობს.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.