მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეხბურთის ფედერაცია 6.7-მილიონიან სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ამბობს

5ff5a6b8c1aeb
BM.GE
06.01.21 15:54
4117
"პირველად ბოლო ათეული წლის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაცია არ აიღებს სახელმწიფო დაფინანსებას, რადგან ჩვენი ნებით ვთქვით უარი"- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და დეპუტატი ლევან კობიაშვილი. 
2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, ფედერაციისთვის 6.7-მილიონიანი ბიუჯეტი იყო გამოყოფილი. ამ ოდენობის თანხით ფინანსდებოდა ფედერაცია წინა წლებშიც, 2020-ში კი სახელმწიფო დაფინანსების ათვისებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა. 

ამ განცხადების მიუხედავად, სახელმწიფო დაფინანსების უდიდესი ნაწილი, რომელიც ფეხბურთისთვის არის გამოყოფილი არ შემცირდება, რადგან ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს არა ფედერაცია, არამედ "ფეხბურთის განვითარების ფონდი" განკარგავს, ხოლო მისი დაფინანსება 2021 წელს 37 მილიონი ლარი იქნება. სწორედ ამ ფონდის მიერ ფინანსდებიან ადგილობრივი საფეხბურთო კლუბები, რომლებიც ფონდისგან სპეციალურ სუბსიდიებს და საპრიზო და სამივლინებო თანხებს იღებენ.

ფეხბურთის განვითარების ფონდის ხარჯები 2016-2021 წლებში ჯამურად 211 მილიონ ლარს შეადგენს:




ლევან კობიაშვილის განცხადებით, საბიუჯეტო თანხის შემცირებას ფედერაცია კერძო სპონსორებისგან მოზიდული სახსრებით დააბალანსებს.