11.მარტი .2020 12:46

ფეხბურთის ფედერაცია სფფ-ის ყველა ეგიდით გამართულ ჩემპიონატს წყვეტს

views 284
უკან

ფეხბურთის ფედერაცია სფფ-ის ყველა ეგიდით გამართულ ჩემპიონატს წყვეტს, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე.

ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა