მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო

5e70efd68bfa6
BM.GE
17.03.20 19:27
3811
UEFA-ს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ერთ წლით გადაიდო. ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება. 

UEFA-ს წევრი საფეხბურთო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს და კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაგეგმილი ჩემპიონატის ჩატარების საკითხი განიხილეს.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საფეხბურთო საზოგადოება გრძნობს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას და წელს ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარებისგან თავს შეიკავებს. 

ახალი გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.