პანდემიის დროს დაარსებული ქართული ფეხსაცმლის ბრენდი „გეოდე“ მიმდინარე წელს მაღაზიის გახსნას გეგმავს. როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელი, თამარ ხებრელაშვილი უყვება, ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომპანიის რებრენდინგიც იგეგმება, რათა საექსპორტოდ მოემზადონ.
„პანდემიის დროს, როცა ყველაფერი ჩაიკეტა, სახლში დავსხედით, მოგვივიდა იდეა ოჯახის წევრებს, რომ ყველანი ერთად დავსაქმებულიყავით. დავიწყეთ კერვა სახლში და პირველივე მოდელმა გაამართლა. დიდი მოწონება დაიმსახურა და უკვე წარმოებაზე გადავედით. თბილისში გავხსენით საწარმო, 6 ადამიანი ვართ დასაქმებული და პროდუქციას სრულად ხელით ვკერავთ. მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია“, - ამბობს ხებრელაშვილი და დასძენს, რომ 2019 წელთან შედარებით, 2022 წელს ფეხსაცმელზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა, ხოლო ფასების ზრდა არ მომხდარა.
„ფასები არ გაგვიძვირებია, თითქმის იგივე ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ნედლეული თურქეთიდან შემოგვაქვს და გაგვიძვირდა, თუმცა გვირჩევნია იგივე ფასად გავყიდოთ პროდუქცია და რაოდენობაზე ვიმუშაოთ, ხოლო თუ 6 თვეში ფასები არ დასტაბილურდა, ალბათ მოგვიწევს ფასის მომატება“, - თქვა მან.
„გეოდეს“ ბრენდის ფეხსაცმლის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, თუმცა მაღაზიის გახსნაც იგეგმება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ხელით ვკერავთ ყველა ფეხსაცმელს, თვეში 300 წყვილზე მეტის შეკერვა ვერ ხერხდება. სპეციალისტების პრობლემაც არის. გადამზადებასაც ვაკეთებთ, თუმცა ესეც რთულია“, - ამბობს თამარ ხებრელაშვილი.
რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, „გეოდემ“ შესაძლოა მაღაზია გახსნას, თუმცა ეს ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. „ვგეგმავდით გამოფენებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა ვფიქრობთ, ჯერ რებრენდინგი გავაკეთოთ, დავსტაბილურდეთ და ამ მიმართულებით მერე გავაქტიურდეთ“, - თქვა მან.
კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ნატურალური ტყავის ხელნაკეთ ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში მოზიდული 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით კი, „გეოდე“ ადგილობრივ ნაწარმს ამერიკისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე განათავსებს.
აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელების დიზაინი და ბიზნესის იდეა, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორ, ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის. ბრენდის მიზანიც, ხელოვნებიდან მიღებული ინსპირაციით, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, კომფორტული პროდუქციის შეთავაზებაა. „გეოდე“ მომხმარებლებს მათთვის სასურველი ინიციალებით თუ წარწერით, ფეხსაცმლის უნიკალური დიზაინისა და მოდელის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება