მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fiat Chrysler და Peugeot ერთობლივ ავტოკონცერნს დააფუძნებენ

5ffc46f77106c
ნათია თაქთაქიშვილი
11.01.21 23:02
851
Fiat Chrysler და Peugeot ერთობლივ ავტოკონცერნს დააფუძნებენ, რომლის განვითარებაშიც 52 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ერთობლივი ავტოკონცერნის სახელწოდება Stellantis იქნება და მისი აქციები პარიზის და მილანის საფონდო ბირჟებზე დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება, ხოლო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე მომდევნო დღეებში.

Reuters-ი წერს, რომ ახალი ავტოკონცერნის მიზანი ელექტრონული ავტომობილების წარმოებაში ახალი სიტყვის თქმა იქნება და წინასწარი მონაცემებით, წლიურად დაახლოებით 8 მილიონი ავტომობილის წარმოება იგეგმება. Stellantis-ის წლიური შემოსავალი სავარაუდოდ 165 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

Stellantis-ი შემდეგ ბრენდს გააერთიანებს: Fiat, Maserati, Jeep, Dodge, Peugeot, Citroen, Opel და DS.