მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fiat Chrysler-ის და Peugeot-ს შერწყმაზე გადაწყვეტილებას 17 ივნისისთვის მიიღებენ

5eb92f48d2cdf
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.20 23:10
1033
ევროკავშირის მარეგულირებლები Fiat Chrysler-ის და Peugeot-ს შერწყმასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას 17 ივნისისთვის მიიღებენ. გარიგების ღირებულება 50 მილიარდი აშშ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანიებმა განცხადება აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით გასულ დეკემბერს გააკეთეს და მიზნად ისახავენ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი ავტოკონცერნის ჩამოყალიბებას, რომლებიც გააერთიანებს Fiat-ს, Jeep-ს, Dodge-ს, Ram-ს, Maserati-ს, Peugeot-ს, Opel-ს და DS-ს.

როგორც Reuters-ი იუწყება, კომპანიებს გარიგებისთვის არახელსაყრელი პერიოდი დაემთხვათ, რადგან მანქანების გაყიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირებულია, კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულია საწარმოო ხაზები და შოურუმები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მწარმოებელმა ქარხნების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა.