"დღის წესრიგი მთლიანად შეცვლილია, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის პანიკური მდგომარეობა და უნდა შევეცადოთ, რომ პანიკას არ ავყვეთ", - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “თეგეტა მოტორსის” გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, დაუშვებელია ეკონომიკური აქტივობის სრულად შეწყვეტა და სხვადასხვა ორგანიზაციების დახურვა, ეკონომიკური აქტივობა ქვეყანამ მინიმალურ დონეზე მაინც უნდა შეინარჩუნოს.
“ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საზრუნავია ადამიანების ჯანმრთელობა, უნდა შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის უწყებები გასცემს, დავიცვათ სოციალური დისტანცირება, თუმცა ჩვენთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის განხორციელება, ჩვენი ცხოვრების წესის გათვალისწინებით, გლობალიზაციის გათვალისწინებით, ძალიან რთულია დისტანცირება, თუმცა, ეს არის გარდაუვალი და ამაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ.
მეორე მხრივ, ჩვენ ვთვლით, რომ დაუშვებელია ეკონომიკური აქტივობის სრულად შეწყვეტა, დაუშვებელია დახურვა ორგანიზაციების, ეს ვირუსი გადაივლის აუცილებლად, ჩვენ ამას დავძლევთ, მაგრამ ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება მინიმალურ დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მან.
ამასთან, როგორც “საქმიანი დილის” ეთერში ავთანდილ წერეთელმა აღნიშნა, ამ პერიოდშიც მომსახურებაზე “თეგეტა მოტორსში” დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ყველანაირი ნორმების დაცვით საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 10 სერვისცენტრი მუშაობს.
“ჩვენი მომხმარებლებისგან ძალიან დიდი მოთხოვნა მოდის. ჩვენ ვემსახურებით არაერთ სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელთა ავტოპარკის მომსახურება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ჩვენ არაერთ მსხვილ კორპორაციულ კლიენტს ვემსახურებით, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში არიან ჩართულები.
ჩვენ უფლება არ გვაქვს გაჩერების, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, თუმცა არ გვავიწყდება, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ყველა ნორმის დაცვა.
ჩვენ გადავედით სრულად ახალ რეჟიმზე, ჩვენ დავკეტეთ სავაჭრო ობიექტები, სადაც თავშეყრის ადგილები იყო, დავტოვეთ მხოლოდ ავტოსერვისის მომსახურება. ავტოსერვისში მომხმარებელი ვერ ხვდება, მომხმარებელს ართმევს მანქანას ჩვენი თანამშრომელი, რომელიც არის სრულად ეკიპირებული, ახდენს ადგილზე მანქანის დეზინფექციას, ფუთავს ყველა ატრიბუტს, შეჰყავს მანქანა სერვისში, ხდება შეკეთება და აბარებს უკან მომხმარებელს. ამ დროს მომხმარებლები დისტანციურად გარეთ ელოდებიან.
ფილიალების ნაწილი დავხურეთ, ახლა მუშაობს მხოლოდ 10 მსხვილი ფილიალი. თბილისში მხოლოდ 3 და დანარჩენი რეგიონებში. რა თქმა უნდა, მოგვიწია შეკუმშვა, ერთის მხრივ რომ არის შემცირებული ბიზნეს ოპერაციები და მეორეს მხრივ არის რისკები და ვცდილობთ ავირიდოთ", - განაცხადა "თეგეტა მოტორსის" გენერალურმა დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა