„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ აღმასრულებელი დირექტორი ანდრე კალანცოპოლოსი ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობისა და სწორი რეგულაციური მიდგომების პირობებში შესალებელია, რომ 10-15 წლის ვადაში არაერთ ქვეყანაში ტრადიციული სიგარეტების გაყიდვა შეჩერდეს.
ამის მიზეზს კი ბაზარზე გამოჩენილი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები წარმოადგენენ. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან ასოცირებულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონულ სიგარეტებსა და გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა.
„სამყარო, რომელშიც ტრადიციული სიგარეტი ძველმოდურად მიიჩნევა, უკვე ახლოსაა“, - განაცხადა ანდრე კალანცოპოლოსმა Concordia-ს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იყო ორგანიზებული.
მისივე თქმით, სამართლებრივი ბაზის არსებობისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის შედეგად შესაძლებელი გახდება, რომ 10-15 წელიწადში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სრულიად შეწყდეს ტრადიციული სიგარეტის მოხმარება.
„დღესდღეობით, მეცნიერულად გამყარებული ინვოცაციური უკმავლო პროდუქტები, რომლებიც წვის პროცესს არ მოიცავს, წარმოადგენს უკეთესს ალტერნატივას იმ ზრდასრული მწეველებისათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას. რა თქმა უნდა, ეს პროდუქტები რისკს შეიცავს. და ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა თამბაქოსა და ნიკოტინის მიღების შეწყვეტა ან კიდევ უკეთესი - მოწევის საერთოდ არდაწყება. თუმცა, ზრდასრული მწეველებისათვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას, მეცნიერულად გამყარებული უკვამლო პროდუქტები უკეთესი ალტერნატივაა ვიდრე სიგარეტის მოხმარება,"-განაცხადა ანდრე კალაცოპოლოსმა.
მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე ანდრე კალანცოპოლოსი ალტერნატიული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობაზე საუბრობდა, იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები მაინც რისკის შემცველი პროდუქტია და მომხმარებლების ჯამრთელობისთვის საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, სამეცნიერო კვლევებით დგინდება, რომ ალტერნატული პროდუქტების მოხმარების დაწყება არის უმჯობესი, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარების გაგრძელება.
2020 წლის ივლისში “ფილიპ მორისმა” მის მიერ დასახული ამბიციური გეგმის ფარგლებში, რაც “უკვამლო მომავალის” შექმნას გულისხმობს, ქართულ ბაზარზე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები წარადგინა, იმ ზრდასრული მწეველებისათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ