19.ნოემბერი .2019 00:00

ფილმ „ჯოკერის“ შემოსავლები 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

views 197
უკან

ფილმ „ჯოკერის“ შემოსავლებმა  ოქტომბრის და ნოემბრის თვეში 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ანალიტიკოსები აღნიშნულ ფაქტს ნოემბრის დაგვიანებულ პრემიერებსაც უკავშირებენ, მათ შორის არის ჯეიმს ბონდის მორიგი ფილმი (No Time to Die), რომელიც ეკრანებს 2020-იდან იხილავს.

სამაგიეროდ, „ჯოკერისთვის“ კონკურენციის გაწევა ტერმინატორმა (Dark Fate) გადაწყვიტა, რომელიც ეკრანზე ოქტომბრის ბოლოს გამოვიდა, ხოლო ფილმის ბიუჯეტი 160-200 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებშია.

ასევე „ჯოკერს“ ჯეროვანი კონკურენცია გაუწია ფილმმა „ქალმა საოცრებამ“ (Wonder Woman ), რომელმაც 412.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ადგილობრივი ბაზრიდან, ხოლო მსოფლიო ბაზრიდან - 821 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება “ჯოკერის“ შემოსავლებს, ის უკონკურენტოდ რჩება მოცემული მომენტისთვის. ფილმმა 322 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ადგილობრივი ბაზრიდან, ხოლო 696 მილიონი დოლარი - მსოფლიო ბაზრიდან.

წყარო: Forbes.ge