მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა - ლაშა ხუციშვილი

60c347c96890c
ინგა მურუსიძე
11.06.21 15:29
486
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა, თუ რა გავლენა იქონია გლობალურმა პანდემიამ ქვეყნის ბიუჯეტზე.

„ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შეძლებოდათ აღედგინათ სრული სიმძლავრეები,“ - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო სწორი და ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ამოქმედება, რაც მოხერხდა სოციალური პროგრამების შემუშავებით.

„გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა 0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.