მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადასტურებულად ვიცით, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე 3 ვაქცინა შემოვა - გამყრელიძე

60d5adba7bae7
ინგა მურუსიძე
25.06.21 14:33
621
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისის პირველი კვრიდან ივლისის შუა რიცხვებამდე პერიოდში ქვეყანაში სამი ვაქცინა შემოვა - „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერი“.

ამირან გამყრელიძემ განცხადება მედია-ვებინარზე გააკეთა.

"ივლისის პირველი კვირიდან დაიწყება შემოსვლა და ივლისის შუა რიცხვებამდე გვექნება სამი დასახელების ვაქცინა დიდი რაოდენობით - ორი ჩინური და ერთი „ფაიზერი“. თანდათან გაფაროვდება ვაცინაციის არეალი და ვაქცინაციის რიცხვი. ივლისში, გვინდა, ყოველდღიურად 20-ათასამდე აცრა გაკეთდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.