მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსები და აზარტული თამაშები - სექტორები, რომლებშიც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო

622b1b973118a
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.22 13:53
906
დღეს გამოქვეყნდა 2021 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში $1.15 მილიარდი დოლარი ჩაიდო, რაც 2020 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. თანხობრივად ყველაზე მეტი თანხა კვლავ საფინანსო სექტორში ჩაიდო. შემდეგ ადგილებზეა აზარტული თამაშები, მესამეზე კი ენერგეტიკაა.

რაც შეეხება სექტორებს, ინვესტიციები ასე ნაწილდება:

● საფინანსო სექტორი - 443 მილიონი დოლარი;
● გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება (აზარტული თამაშები) - $230.5 დოლარი;
● ენერგეტიკა - 157 მილიონი დოლარი;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 143 მილიონი დოლარი;
● უძრავი ქონება - 84 მილიონი დოლარი;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 28 მილიონი დოლარი;
● მშენებლობა - 28 მილიონი დოლარი;
● სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - 9 მილიონი დოლარი;
● სასტუმროები და რესტორნები - 8 მილიონი დოლარი;
● ტრანსპორტი - 5 მილიონი დოლარი;
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - -25 მილიონი დოლარი;
● კავშირგაბმულობა - -40 მილიონი დოლარი;

რამდენიმე სექტორში FDI უარყოფითია, რაც ქვეყანაში რეგისტრიებული კომპანიების მხრიდან მათი მშობელი კომპანიებისთვის გადახდილ დივიდენდებს და ვალის მომსახურებას უკავშირდება.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია, უწყება უშუალოდ არ უთითებს რომელ კომპანიაში რა ინვესტიცია ჩაიდო, ასევე არ უთითებს რიგითობას, თუმცა სიაში შესული ათივე კომპანია ინვესტიციების მხრივ TOP-ათეულშია.

სიაში ახალ ინვესტორებს შორისაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია ENTAIN-ი, რომელმაც აზარტული თამაშების კომპანია “კრისტალბეთი” შეისყიდა და ამ მიმართულებით 200 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
• შპს თბილისი ენერჯი
• სს ენერგო - პრო ჯორჯია
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს რუსთავის ფოლადი
• შპს მტკვარი ჰოლდინგი
• შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
• სს ბიჯეო ჯგუფი
• სს ეპ ჯორჯია გენერაცია (დაკავშირებულია ენერგო პროს ჯგუფთან)
• შპს ენთეინ ჯორჯია.

ასევე TOP-10 ინვესტორს შორის მოხვდა აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია, რომელიც "სითი მოლის" მფლობელია.

საქართველოს ონლაინსათამაშო ბიზნესში დღეს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო კომპანიები იკავებენ. მათ შორის “კრისტალბეთის” ჯგუფს Entain ჯგუფი ფლობს, “აჭარაბეთის” მფლობელია Flutter-ი, “ევროპაბეთის” მფლობელი კი Betsson Group-ია. თითოეული მათგანი მსოფლიოში აზარტული თამაშების გლობალური ოპერატორები არიან.