მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემა არ არის, პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესის პროფესიონალიზმშია"

5e46b436ce320
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.20 16:30
1911
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესის პროფესიონალიზმშია“, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად აბულაძემ განუცხადა.

„ნოვას“ თანადამფუძნებელმა „აწარმოე საქართველოს“ წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი პროგრამები ასტიმულირებენ ბიზნესს.

„გონივრული, წინ გადადმული ნაბიჯები, მასტიმულირებელი პროგრამები ყოველთვის იყო არის და იქნება ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ნებისმიერი თეთრი ბიზნესში ითვლება და როდესაც შენ გაძლევს სახელმწიფო იმის საშუალებას რომ გაგიჩინოს სტიმული და მოგცეს რესურსი, რომ შექმნა ჩვენნაირ ქვეყანაში ახალი საწარმო ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზვიად აბულაძემ.

BM.GE-ის კითხვაზე რამდენად მარტივია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა როგორც დიდი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, „ნოვას“ თანადამფუძნებელმა უპასუხა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დღეს პრობლემას არ წარმოადგენს.

„მე როცა დავიწყე ბიზნესი არც სტარტაპი იყო და ბანკები რვეულებიდან იღებდნენ ფინანსებს და ასე ფინანსდებოდა საწყის ეტაპზე ბიზნესი 2 000-იანი წლების დასაწყისში.

ვიტყოდი, რომ საკმაოდ ძლიერი საფინანსო ინსტიტუტები გვყავს ქვეყანაში. ბანკები იმისთვის არის, რომ ფული "გაყიდოს", მაგრამ ისინი არასდროს ყიდიან ფულს იმ ბენეფიციარზე, რომელსაც გაუჭირდება ამის გადახდა. უფრო მეტი გათვითცნობიერება სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს იმისთვის, რომ პროფესიონალები გახდნენ და ეს წარმოშობს შემდგომში ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

ასე რომ, პრობლემა იმაში კი არ არის, რომ საფინანსო ინსტიტუტები სუსტია ან არ გასცემენ სესხებს, პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესის პროფესიონალიზმშია, რაც ჭირს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ზვიად აბულაძემ.