26.აპრილი .2020 11:05

ფინანსთა მინისტრი - ფინანსური კრიზისის მართვის სტანდარტული მიდგომები ახლა ვერ იმუშავებს

views 195
უკან

“ვიმყოფებით არაორდინალურ კრიზისში, რომლის საფუძველი არ არის ეკონომიკური ან ფინანსური პრობლემები. ეს უფრო შედეგია ამ კრიზისის. ამ ყველაფრის საფუძვლია ჰუმანიტარული კრიზისი”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა Forbes კვირაში სტუმრობისას განაცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, სტანდარტული მიდგომები როგორიც გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური კრისიზების დროს, მაგალითად 2008 წელს, ასე იოლად ვერ იმუშავებს.

“გეტყვით რას ვგულისმობ - როდესაც კრიზისი გამოწვეულია სუფთა ეკონომიკური ან ფინანსური მიზეზებით, პირდაპირ იწყება ეკონომიკის სტიმულირება, თუ ფინანსური კრიზისია იწყება ბანკების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით თანხების ჩასხმა. თუმცა, ამ შემთხვევაში ამ კრიზისის მამოძრავებელი ძალა არის უხილავი, ეს არის ეპიდემია. აქ ჰუმანიტარული კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში უნდა დავძლიოთ გავრცელების მაღალი ტემპები და ეს პროცესი გავხადოთ მართვადი, ამისთვის საჭიროა შეზღუდვები, რომელიც არაერთმა ქვეყანამ განახორციელა. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი და ამ მხრივ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ეს შეზღუდვები დავაწესეთ. ამის გამო შენელდა ეკონომიკა, გაჩერდა მთელი რიგი დარგები. იმისთვის, რომ კორონავირუსის მართვა გახდეს მდგრადი, აუცილებელია ეს შეზღუდვები გარკვეულ პერიოდამდე გაგრძელდეს. ამისთვის საჭიროა დამატებითი სახსრების ჩასხმა არა ეკონომიკაში, არამედ პირდაპირ დახმარება ფიზიკურ პირებზე, რაც გაჟღერდა. ამავდროულად დახმარება ბიზნესზეც. შემდგომში,როცა შევალთ იმ ფაზაში, როცა ვირუსის გავრცელება იქნება მართვადი და ნელ-ნელა თანდათანობით გავხსნით ეკონომიკას, რასაკვირველია, მერე კლასიკური ინსტრუმენტები და საშუალებები ეკონომიკის წამოწევისა, იქნება გაცილებით ეფექტური”,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა