მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

62343cc2908c9
BM.GE
18.03.22 12:14
518
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონულმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა სტუმრებს მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და ისაუბრა COVID-19-ის კრიზისის შედეგებსა და ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებზე გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისისთვის.

საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე,ამასთან მიმდინარე კრიზისისა და წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ფონზე, შესაძლო საპასუხო ღონისძიებებსა და აზიის განვითარების ბანკის ინსტრუმენტებს ამ მიმართულებით. აღინიშნა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე შემდგომი დაკვირვებისა და ანალიზის საჭიროებები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც უკავშირდება ADB-ის მიერ სხვადასხვა სფეროში (ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა) განხორციელებულ პროექტებს. განხილული იქნა მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები და ბანკთან არსებული და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის, ენერგეტიკის ბაზრის განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონალური დერეფნისა და ინტეგრირების, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს და ბანკთან თანამშრომლობის როლს ამ საკითხებში.

გამოითქვა იმედი, რომ მომავალ წლებში აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

ევგენი ჟუკოვი 25 წელზე მეტია აზიის განვითარების ბანკში მუშაობს. მას 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. მას მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი (კლერმონის უნივერსიტეტი-აშშ). ევგენი ჟუკოვიმ 2021 წლის იანვრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ვერნერ ლიპახი შეცვალა, რომელიც ბანკში 30 წელი მუშაობდა.