29.ოქტომბერი .2020 21:30

ფინანსთა მინისტრი: ამ პერიოდში გადასახადების შემცირება კონტრპროდუქტიულია

views 389
უკან

„შენარჩუნდება გადასახადების დაბალი დონე“,- ესაა ამონარიდი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამიდან.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის აზრით, არსებულ ვითარებაში გადასახადების შემცირება ქვეყნის სტაბილურობას შეარყევს.

„ამ პერიოდში გადასახადების შემცირება ერთმნიშვნელოვნად კონტრპროდუქტიულია და პრაქტიკულად, შეარყევს და ძირს გამოუთხრის ქვეყნის ფისკალურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, თუმცა არც გადასახადების გაზრდაზეა საუბარი. მთავარია, არსებული საგადასახადო განაკვეთების პირობებში პროდუქტიულობა გავზარდოთ ანუ ჩრდილოვანი სექტორი შემცირდეს“, - განაცხადა მინისტრმა bm.ge-ისთან ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ საგადასახადო წნეხი საქართველოში მაღალი არაა.

„ჩრდილოვანი ეკონომიკა უნდა შემცირდეს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გადასახადები ამოვიღოთ, არამედ ბიზნესი უნდა იყოს თანაბარ კონკურენტულ გარემოში. რა დააშავა იმან, ვინც იხდის გადასახადებს?!“, - აღნიშნა მინისტრმა, რომლის შეფასებით, covid-19-ის პანდემიამ ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა უფრო მეტად გამოაჩინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა