13.ნოემბერი .2019 18:59

ფინანსთა მინისტრი: ბიუროკრატიის რაოდენობა ბევრია, მტკივნული რეფორმაა გასატარებელი

views 372
უკან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს საჯარო სექტორში ბიუროკრატიის მიმართულებით მტკივნული რეფორმაა გასატარებელი.

ამის შესახებ მინისტრმა დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საჯარო სექტორში მომავალ წელს ხელფასის ზრდა უმეტეს შემთხვევაში გათვალისწინებულია არა - 1 იანვრიდან, არამედ 2020 წლის მეორე ნახევრიდან, ამიტომ თუ მთავრობა ბიუროკრატიაზე თანხებს დაზოგავს, შრომის ანაზღაურებაზე რესურსი უფრო ადრე შეუძლია მიმართოს.

"საქართველოში ბიუროკრატიაზე დანახარჯები ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში. ეს არ არის კარგი საქმე, თუმცა აქვე ვაღიარებ, რომ ბიუროკრატიის რაოდენობა საკმაოდ ბევრია ჩვენი ზომის ქვეყნისთვის. მე მჯერა, რომ აქ რეფორმა გასატარებელია, ეს არ იქნება იოლი რეფორმა, საკმაოდ მტკივნული რეფორმაა, თუმცა რა დანაზოგიც აქ მოხდება საჯარო მმართველობის რეფორმაში, ეს აუცილებლად უნდა მოხმარდეს ასევე საჯარო სექტორს.

ჩვენი ხარჯების კომპოზიცია რომ ნახოთ, გამორიცხულია, გამოთავისუფლებული ხარჯებით რაიმე სოციალური სფერო დავაფინანსოთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავაკეთეთ იქ რეფორმა, ამ სფეროში მაღალი კლასის პროფესიონალები უნდა მოვიზიდოთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მართლაც ძალიან პატარა და მოქნილი, მაგრამ მაღალკვალიფიციური, დინამიური საჯარო სექტორი. ამიტომ იქ თუ რაიმე რესურსი არის და ვაღიარებ, მოიძებნება რესურსი, ეს უნდა დაიხარჯოს იქ ხელფასების ზრდაში და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაში, თორემ ჩვენ უკვე შევდივართ გლობალურ კონკურენციაში მომიჯნავე ქვეყნებთან და ჭკვიან და მაღალკვალიფიციურ ადამიანზე მოთხოვნა ყველგან არის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა