05.აგვისტო .2021 17:30

ფინანსთა მინისტრი: ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება

ფინანსთა მინისტრი: ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება
views 221
უკან

ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც რეგიონში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, შეძლო რეიტინგების გაუმჯობესება კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით.

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, ვგეგმავთ საკრედიტო რეიტინგებში წინსვლის აღდგენას. საინვესტიციო რეიტინგი ეს არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, წელს ქვეყანა ელოდება საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება მომავალ წლებშიც ტურიზმის აღდგენის პარალელურად. გრძელვადიან პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, როგორც ნომინალურ, ისე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტში გამოხატული, ორჯერ და მეტად გაიზრდება. 2030 წლისთვის: ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება დღეს არსებული 4300 დოლარიდან და გადასცდება 10 000 დოლარს, მსყიდველობითუნარიანობაში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე დღეს არსებული 14,800 დოლარიდან გაიზრდება 31 000 დოლარამდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა