მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი დღგ-ს გადავადებაზე - "ეს არის დაუშვებელი"

5ea563c497fbc
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 14:31
1401
რამდენჯერმე საუბარი გავიგე დღგ-ს გადასახადის გადავადებაზე - ეს არის დაუშვებელი ამ სიტუაციაში. ამას არცერთი ქვეყანა არ აკეთებს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა “Forbes კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ის გადასახადები, რომლებიც მიბმულია შემოსავალთან, რეალიზაციასთან, ყველამ უნდა გადაიხადოს.

“თუ გაყიდვები არ აქვს, ისედაც არ ექნება გადასახდელი”,- ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ რამდენიმე კვირაში იქნება მზად და შევა პარლამენტში. მისივე განმარტებით, ბიუჯეტი დაიგეგმება მინუს 4%-იან ეკონომიკურ ზრდასა და 8.5%-იან ბიიუჯეტის დეფიციტზე.

“8.5% დეფიციტი ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია. თან 2019 წელს ჩვენ ისტორიაში ყველაზე დაბალი დეფიციტი გვქონდა, ყველაზე მაღალი კაპიტალური ხარჯები და ყველაზე დიდი გადაჭარბება ბიუჯეტის. სწორედ ამან განაპირობა, რომ დეფიციტის ამ მიდამოში ვართ და არა 10-15%-იან ნიშნულზე”,- აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, 2021 წლიდან დაიწყება ბიუჯეტის დეფიციტის ნორმალიზება, რისთვისაც რამდენიმე წელი დაგვჭირდება.
“2.5% არის ის ნიშნული, რომელიც არის ჩვენთვის ჯანსაღი”,- ამბობს ფინანსთა მინისტრი.