მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი ეროვნულ ბანკზე: სებ-ი ადეკვატურად იქცეოდა და მჯერა, ასე გააგრძელებს

5f7ec8cf0eb19
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.20 12:25
1159
მგონია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს ადეკვატურად - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ინტევენციების მოცულობას შეეხებოდა.

„ამჟამად სავალუტო ფონდის ვირტუალურ მისიას ვმასპინძლობთ და სებ-იმუდმივ კონტაქტზეა მათთან. მჯერა, რომ სები როგორ ადეკვატურადაც დღემდე იქცეოდა, დღეის შემდეგაც შესაბამისად მოიქცევა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე - საჭიროა თუ არა მეტი ინტერვენცია სებ-ის მხრიდან იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა დასტაბილურდეს, ივანე მაჭავარიანმა უპასუხა: „მეტია თუ ნაკლები საჭირო,(გადაწყვეტილება) დავუტოვოთ სებ-ს“