ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს მიერ 500 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით მედიასა და პოლიტიკურ წრეებში გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება. როგორც მინისტრი განმარტავს, ეს იყო პროფესიონალიზმისგან დაცლილი მოსაზრებები და სანამ პროცესი არ დასრულდა, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, პასუხი გაეცა ყველა გამოთქმულ განცხადებაზე.
„გასული კვირიდან მოყოლებული მედიაში ვისმენთ გარკვეულ აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა ამ პროცესში, ასევე აბსურდულ მოსაზრებებს, რომ დეფოლტთან შეიძლება მივიდეს ქვეყანა, ჯერ ვერ დაფარა ქვეყანამ - შემდეგ ვერ გამოუშვა ახალი ობლიგაციები, აბსოლუტურად დაცლილია პროფესიონალური მოსაზრებისგან.
ჩვენ, სამწუხაროდ, შეზღუდული ვიყავით, ადეკვატური პასუხი გაგვეცა მაშინვე ამ მოსაზრებებზე, რადგან ეს პროცესი სენსიტიურია და მოიცავს გარკვეულ კონფიდენციალურ სტანდარტს, როდესაც გამოშვებამდე ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა არ გვქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პროცესი არ დაგვეზიანებინა, რაც საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ იყო სწორი სტრატეგია იქიდან გამომდინარე, რა პროცენტიც დაფიქსირდა გამოშვების დროს. ეს იყო პროფესიონალური მოსაზრებებისგან დაცლილი, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადებები, რაც საინტერესო არ არის“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება