სახელმწიფოს ფუნქცია ადამიანის დასაქმებისთვის გარემოს შექმნაა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კითხვის საპასუხოდ.
"არის თუ არა სახელმწიფოს ფუნქცია ადამიანის დასაქმება? – ირიბად კი, პირდაპირ ნაკლებად. სახელმწიფოს ფუნქციაა გარემოს შექმნა და ამ გარემოს შესაქმნელად ის ასაქმებს კიდეც ხალხს და გარემოს შექმნა, თავისთავად ასაქმებს ხალხს, ამიტომ პირდაპირაც აქვს ნაწილობრივ ფუნქცია და ირიბადაც.
რაც შეეხება თქვენს კითხვას ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით – თქვენ ამბობთ, რომ ქვეყნის გარეთ დასაქმების დაპირება რამდენად ვალიდური და ლოგიკურია. გუშინ თუ ამ ინტერვიუს ყურადღებით უყურეთ, იქ გაიჟღერა ასეთმა რაღაცამ – იყო ნათქვამი, რომ ჩვენი დაახლოებით მილიონამდე ადამიანი ქვეყნის გარეთ მუშაობსო, მილიონამდე ადამიანს არ აქვს კარგი სამსახური ისეთი, რომელიც სოციალურად მდგრადია; შემდეგ იყო ასეთი ციფრი ნათქვამი, რომ ჩვენი ეკონომიკა, როგორც ვიზრდებით, ამ ტემპებით, 50 ათას სამუშაო ადგილს დაახლოებით წელიწადში წარმოქმნის, ამ ტემპით 2 მილიონ ადამიანს ასე ადვილად ხომ ვერ დაასაქმებო, ამის ალტერნატივა რა გვაქვს დღესო – ეს მილიონი გაქცეულიაო, არალეგალურად მუშაობს, აქ დარჩენილი, ღმერთმა იცის რას იზამს და რა შვრებაო და მოდი ასე ვნახოთო: ეს 50 ათასი, ვისაც ვასაქმებთ, ხომ ვასაქმებთ და ვისაც არა, იმ ადამიანებს იქ (საზღვარგარეთ) რომ მიეცეცეთ საშუალება, მაღალკვალიფიციური სამსახური მიიღონ, ეს ეკონომიკურადაც გამართლებულია და სოციალურადაც.
მე ეს ძალიან მომწონს, უფრო იმის მეშინია, იმ მასშტაბის არ გამოვიდეს. კი, ხელშეკრულებებს ვდებთ სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ რაოდენობა შეიძლება მაინც დიდი არ იყოს, რადგან იმ ქვეყნებმა კარები ასე არ გააღონ, თორემ იყოს ბევრი, მაგის ნუ გეშინიათ", – მიმართა მაჭავარიანმა ნაცვლიშვილს.
დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში ანგარიშით მისულ ფინანსთა მინისტრს 2 კითხვა დაუსვა.
პარლამენტარის ერთ-ერთი კითხვა გამომდინარეობდა ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ "იმედთან" ინტერვიუში გაკეთებული იმ განცხადებიდან, რომლის თანახმად, პარტია "ოცნების" თავმჯდომარემ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება დაანონსა.
"არის თუ არა სახელმწიფოს ფუნქცია დასაქმება და საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა და მეორე - გინახავთ თუ არა ისეთი ქვეყანა - ავტორიტარული, დემოკრატიული, ამას მნიშვნელობა არ აქვს, სადაც მმართველი გუნდი ხალხს ჰპირდება საზღვარგარეთ დასაქმებას და არა საკუთარ ქვეყანაში დასაქმებას, ამის პრეცედენტი თუ გინახავთ? ფიქრობთ, თუ არა, რომ ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააუქმა, იმიტომ რომ თუ თქვენ ეკონომიკური განვითარების და დასაქმების ფუნქცია არ გექნებათ, მაშინ ამ სამინისტროების არსებობას აზრი არ ექნება. ჩემი აზრით, მარტო ჯარი და პოლიცია არაა სახელმწიფო და კიდევ, ახლა თქვენი გეგმა რომ განხორციელდება, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ბიუჯეტში გიდევთ ფული ტრანსპორტირების თუ როგორ უნდა გაიყვანოთ ხალხი ქვეყნიდან თუ თავიანთი ხარჯებით უნდა გავიდნენ? ეს მაინტერესებს", - ჰკითხა ბექა ნაცვლიშვილმა ვანო მაჭავარიანს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი