30.ოქტომბერი .2020 15:08

ფინანსთა მინისტრი: ინფლაცია მოდის ქვემოთ

ფინანსთა მინისტრი: ინფლაცია მოდის ქვემოთ
views 193
უკან

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, "ინფლაცია ქვემოთ მოდის და მიზნობრივისგან შორს აღარ არის". ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რიგ პროდუქტებზე ფასების ზრდას შეეხებოდა.

„პანდემიის დასაწყისიდანვე, ინფლაციის მიმართულებით, მსოფლიო ეკონომიკაში ორი ტრენდი იყო -  მოთხოვნა ყველგან შემცირდა, რაც თავისთავად ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მუშაობდა, თუმცა დასაწყისში, გაზაფხულის პირველივე თვეებიდან იყო მიწოდების რღვევა და ერთი მხრივ - ეკონომიკური ფუნდამენტის საფუძველი გვეუბნებოდა, რომ ინფლაცია უნდა წამოსულიყო ქვემოთ, მაგრამ ზოგიერთ პროდუქტზე მიწოდების ჯაჭვების შეფერხების გამო, ფასების აწევა მოხდა. ეს მალევე აღმოიფხვრა და მე არ მახსენდება მაგალითი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ რამის მიწოდებაზე იყოს დეფიციტი. ამ ეტაპზე ინფლაცია მოდის ქვემოთ, შორს აღარ არის მიზნობრივისგან და ვფიქრობ, ამ მხრივ საფრთხე არ გვემუქრება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: სექტემბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო, 2020 წლის მიზნობრივი ინფლაცია 3%-ითაა განსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა