მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: მოლოდინია, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასის კორექტირება კიდევ მოხდება

62fa37d9521ba
BM.GE
15.08.22 17:00
880
„გასულ კვირას საწვავის ფასის 10-თეთრიანი შემცირება იყო, მოლოდინია, რომ აგვისტოს ბოლომდე კორექტირება კიდევ მოხდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები განიხილეს.

„როგორც იცით, გასულ კვირას ფასის 10-თეთრიანი კორექტირება მოხდა შემცირების მიმართულებით, მოლოდინია, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება კორექტირება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება. 90-95 დოლარის ფარგლებში მერყეობს გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ფასი. სწორედ ამ ტენდენციას ეყრდნობა ის მოლოდინი, რომელიც გვაქვს საწვავის ფასთან დაკავშირებით. კერძოდ ის, რომ აგვისტოს ბოლომდე, შესაძლოა, იყო ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმპორტიორები პირობას იძლევიან, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასებს დამატებით, ჯამში 20-30 თეთრით შეამცირებენ.