მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფინანსთა მინისტრი მხოლოდ ეპიდემიოლოგიაზე საუბრობდა“ - ბიზნესი მთავრობასთან შეხვედრაზე

60102b2c835ff
შოთა ტყეშელაშვილი
26.01.21 18:45
1109
“ჩვენი სექტორი უკვე გაკოტრებულია” - განაცხადა მთავრობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ, მთავრობის წარმომადგენლები არა - ბიზნესზე, არამედ მხოლოდ ეპიდემიოლოგიაზე საუბრობდნენ.

“ჩვენი სექტორი უკვე გაკოტრებულია. ეს გავაჟღერეთ შეხვედრაზე.

ფინანსთა მინისტრი ამ შეხვედრაზე იყო ეპიდემიოლოგი, ის მხოლოდ ეპიდემიოლოგიაზე საუბრობდა და ფინანსებზე საერთოდ - არა. 100%-დან 95% დაუთმო მხოლოდ ეპიდემიოლოგიაზე საუბარს. საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ 1 თებერვლიდან ვერანაირად ვერ გაიხსნება სამთო კურორტები, ვერანაირად ვერ გაიხსნება სტუმარ-მასპინძლობის სექტორი. არავითარი კონკრეტული თარიღი არ თქმულა, მხოლოდ და მხოლოდ თქვეს, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზაფხულში შევძლოთ გახსნა. ვკითხეთ, ზაფხულში როდის განიხილავენ გახსნას, მაგრამ გვიპასუხეს, რომ ვერ გვეტყვიან, რადგან ამის გარანტიები არ არსებობს,” - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

მთავრობა დღეს რესტორატორთა და ტურიზმის ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განაცხადეს, რომ იმისთვის, რათა შეზღუდვების შემსუბუქება მოხდეს, აუცილებელია, რომ ყოველდღიურად ინფიცირების ახალი მაჩვენებელი მთლიანი ტესტირებების 4%-ზე დაბლა ჩამოვიდეს, რის შემდეგაც გახსნის საკითხზე მსჯელობა დაიწყება.