28.ნოემბერი .2019 12:30

ფინანსთა მინისტრი: ნებისმიერი სახის პროტესტი ნეგატიურ ელფერს სძენს ეკონომიკურ პროცესებს

views 195
უკან

ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენის შესახებ ისაუბრა.

"ნებისმიერი სახის პროტესტი, ასე თუ ისე ნეგატიურ ელფერს სძენს ეკონომიკურ პროცესებს. თუ ეს პროცესი დროში გაწელილია, მასშტაბურია, მეტად აზიანებს. ეს ყოველთვის, ყველა ქვეყანაში ასეა და ამ მხრივ, ეს არ არის დადებითი მოვლენა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტებს, ხელისუფლება გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას. ბევრმა თქვა, რომ შეწუხებულია ამ პროცესებით, ზოგმა დატოვა კიდეც უმრავლესობა", – განაცხადა მაჭავრიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის მოთხოვნა, საზოგადოება ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო პოზიციას საარჩევნო ყუთთან გამოხატავს, ან დასჯის მას, ან – არა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა