საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია გეგმავს, მთავრობას საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართოს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასზე, პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. ეს კერძო სექტორში არსებული დამსაქმებლებისთვის ყოველთვიურ ხელფასზე მაქსიმუმ 150 ლარის გამოთავისუფლებას ნიშნავს. კერძოდ, კომპანიებს თუ წარსულში ხელზე 600 ლარის ხელფასის გასაცემად, თანამშრომლისთვის 750 ლარის გადარიცხვა უწევდათ, ამჟამად 0 ლარის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან და იგივე 600 ლარის ხელფასის გასაცემად მხოლოდ 600 ლარი სჭირდებათ.
საკითხს გამოეხმაურა დღეს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი:
"როგორც იცით, ჩვენ ვვარაუდობთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, თუმცა, ყველა მოვლენა დღეს ძალიან დინამიურია და ცვლის ყველაფერს - მათ შორის არის რეგიონალური კონფლიქტი. ასევე გაზაფხულზე მსოფლიო ბანკი ყოველკვირეულად ცვლიდა პროგნოზებს. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, რამდენად დინამიურად წავა ეკონომიკის აღდგენის პროცესი, შესაბამის ღონისძიებებს, იქნება ეს აღდგენის პროცესი, დახმარება, კომპენსაცია თუ ა.შ. მოვიფიქრებთ. მე იმედი მაქვს, რომ მინიმალურად დაგვჭირდება შეღავათებზე და კომპენსაციებზე ლაპარაკი, წავა აღდგენითი პროცესი და მაქსიმალურად ვილაპარაკებთ სტიმულზე, დახმარებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?