“საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ,” - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში სტაბილურად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებდა.
„ბოლო წლებში საშუალო წლიური 5%-მდე ზრდა, არ არის პატარა მაჩვენებელი. აქედან, ბოლო 2-3 წელი გვქონდა 5%-ზე ზემოთ. გასულ წელს, ხშირად მესმოდა, რომ 5% არ არის საკმარისი და რომ ჩვენს ქვეყანას მეტი სჭირდება. ახლა, ამ კრიზისმაც გვაჩვენა, რომ ასეთი ზრდის მიღწევა იოლი არ არის და საკმაო დრო დაგვჭირდება. ბევრი ქვეყანა ინატრებს ამ ნიშნულზე ავიდეს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შედარებით მალე დავუბრუნდებით ზრდის იგივე ტემპს. ჩვენზე პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია. ეს ერთი მხრივ, განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლების მაჩვენებლები საკმაოდ მყარი იყო და ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით არაერთხელ გამოიჩინა მდგრადობა.
შეგახსენებთ, შარშან ზაფხულში გვქონდა გამოწვევა, როდესაც ფრენები შეწყდა, თუმცა საკმაოდ მალევე მოხდა აღდგენა და წელი დამთავრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, ამ ფაქტზე დაყრდნობით, ასევე იმის გათვალისწინებით როგორ გავიარეთ COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისული პერიოდი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ 2021 წლისთვის - 3-4%-ის ფარგლებში. ვიმეორებ, ეს არის ერთი - რეპუტაციის საკითხი თუ როგორ ვითარდებოდი კრიზისამდე და მეორე - საკუთრივ კრიზისის პერიოდში რა ღონისძიებები გაატარე და რამდენად ეფექტური იყავი. ამ შემთხვევაში, ორივე მაჩვენებელი, ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის