მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა

5e6a469b3dce9
BM.GE
12.03.20 18:25
926
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან, რომელზედაც მხარეებმა მიმოიხილეს ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის საკითხები.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა უწევს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

თავის მხრივ, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

"შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან. ჩვენ უკვე გვაქვს ფართო თანამშრომლობა, განსაკუთრებით, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობა ტექნიკური რჩევების გაზიარების მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვძებნოთ ქართული და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობა ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

შეხვედრის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა.