მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის საჭიროება დგას

613f219265b39
შოთა ტყეშელაშვილი
13.09.21 13:55
443
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა ესაჭიროება. მისი თქმით, IMF-თან პროგრამის წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

"ფონდის პროგრამის დაწყებას აქვს თავისი პროცედურები. ეს პროცედურები შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკვე დაწყებულია და მივყვებით ამ პროცედურებს, რაც დაკავშირებულია ფონდის ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ახალი პროგრამა იქნება, შესაბამისად, ამის საჭიროება დგას,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარასკევს გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, რომ IMF-თან ახალ პროგრამაზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება.

"IMF-ის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ის აკეთებს რეფორმებისა და ეკონომიკური მიმდინარეობების მიუკერძოებელ შეფასებას, რაც ქვეყანაში ხდება. IMF-ის შეფასება, როგორც სხვა დონორებისადმი, ასევე ინვესტორებისადმი ძალიან მნიშვნელოვანია.

ის, რომ პროგრამა, რომელიც გვქონდა სავალუტო ფონდთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დახმარება მოგვეზიდა.  ინტერესი ნამდვილად არის ახალი პროგრამის, ჯერ მოლაპარაკებები არ არის დაწყებული, მაგრამ ეკონომიკურ გუნდს გამოთქმული აქვს ინტერესი, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად შედგეს მოლაპარაკებები და დავიწყოთ საუბარი ახალ პროგრამასთან დაკავშირებით,"- აცხადებს კობა გვენეტაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა 2021 წლის დასაწყისში დასრულდა.