28.ნოემბერი .2019 13:01

ფინანსთა მინისტრი: სესხებზე 200–ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, არც ჩამოვწიოთ

views 788
უკან

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განმარტებით, ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემასთან დაკავშირებით 200 ათას ლარიანი ზღვარი შენარჩუნდეს, თუ – არა, ამის ანალიზი ისევ მიმდინარეობს.

"ვაანალიზებთ 200 ათას ლარიან ზღვარს. ლოგიკა და მიზანშეწყონილობა ამისი იყო, რომ ადამიანების, ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელიც იპითეკურ სესხს იღებდა, დიდია.

თქვენ იცით, რომ ლოგიკა და მიზანშეწონილობა ამისი იყო ის, რომ ადამიანების, ფიზიკური პირების ის რაოდენობა, რომელიც იპოთეკურ სესხს იღებდა, იყო საკმაოდ დიდი. ისეთი იპოთეკური სესხები, რომელიც ამ 200–ათას ლარიან ზღვარში ხვდება, არის დაახლოებით ბინების ის ზომა და მოცულობა, რომელიც ყველაზე გაყიდვადია და ჩაითვალა, რომ ეს ადამიანები არიან შედარებით ყველაზე მოწყვლადი, როდესაც ხდება მერყეობა კურსთან დაკავშირებით. ამის დასაცავად იყო გაკეთებული, თუმცა არის ახლა მეორე საკითხი, არგუმენტი – ბიზნეს აქტივობა ამ სფეროში, მშენებლობის სექტორში, მე მგონი, ბოლო რამდენიმე თვეა, საკმაოდ წამოწეულია, მაგრამ მეტი აქტივობა ხომ არ შევიტანოთ ამ სექტორში?...

ანალიზი მიმდინარეობს, შევხედვათ, შეიძლება არც ჩამოვწიოთ. ასე არ არის კითხვა, რომ გინდა თუ არა ჩამოვწიოთ. ჩვენ ანალიზი დაგვევალა და არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ეს ზღვარი დავტოვოთ, მაგრამ ჯერჯერობით ორივე ოფცია მაგიდაზე დევს და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ქვეყნისთვის საუკეთესოა", – განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა